ლონდონი ჩვენს დროს. თორმეტი წლის კუინის დედა შემთხვევით გააღვიძებს გიგანტურ ცეცხლისმფრქვევ დრაკონს უამრავსაუკუნოვანი ძილისგან. ოცი წლის შემდეგ. პლანეტის უდიდესი ნაწილი ურჩხულის და მისი ნაშიერების ხელთაა. დრაკონები ძალიან ჭკვიანები არიან, მათ არ მოსწონთ ვინმესთან პლანეტის გაყოფა. სახანძრო დაცვის უფროსს, კუინს პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომლებმაც ცოცხლად გადარჩენა შეძლეს. იმ დროს ხომ, როდესაც ცა მთლიანადაა ცეცხლით მოფენილი მეხანძრე – ყველაზე მთავარი ადამიანი დედამიწაზე.